საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

თსუ იურიდიული ფაკულტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ - შედეგები შეაჯამა.

 

პროექტის მონაწილეებმა – სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან შერჩეულმა 30 სტუდენტმა, ადამიანის უფლებების სფეროში 5-დღიანი ტრენინგის გავლის შემდეგ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული იყო არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. დედაქალაქის გარდა, მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა ბათუმის, ლაგოდეხისა და გორის სკოლებში.

 

პროექტის შედეგების შეჯამება თსუ-ში შედგა. ღონისძიების მონაწილეებმა პროგრამის მნიშვნელობასა და არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს პროექტის მონაწილეებს – იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და ექსპერტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

 

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, სამართლებრივი კულტურის გაძლიერება, სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლება და მომავალი თაობის იურისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა. საგრანტო წინადადების წარმდგენი თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებაა.

თარიღი: 12/04/2023